ჩაიკეტება თუ არა ხაშური და მიემატება თუ არა ის საქართველოს იმ რეგიონებს, სადაც განსაკუთრებით მკაცრი კარანტინია გამოცხადებული – ეს ლუგარის ლაბორატორიის პასუხებზეა დამოკიდებული.
იმ პირთა ანალიზის პასუხები, რომლებიც კორონავირუსით დაავადებულ ახალგაზრდა ქალთან პირდაპირ კონტაქტში იყვნენ, დღეს უნდა გახდეს ცნობილი. ყველა მათგანი კარანტინშია.
"ეპიდემიოლოგებმა და შესაბამისმა სამსახურებმა ყველა ის ადამიანი გამოკითხეს, ვისაც მასთან შემხებლობა ჰქონდა. ყველა პირდაპირი კონტაქტი ამჟამად კატანტინში იმყოფება და აღებულია შესაბამისი ანალიზები," - აღნიშნა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა გუშინ დადასტურდა. დაინფიცირებული 36 წლის ქალი ოჯახის წევრებთან ერთად თბილისშია გადმოყვანილი.