"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განმარტებით, ხელისუფლებამ ეკლესიასთან დაკავშირებით პოზიცია უნდა შეიცვალოს.
როგორც ბოკერიამ "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, საგანგებო შეზღუდვა ყველაზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს.
"ხელისუფლება არის ყველას ხელისუფლება და უნდა ადგენდეს წესებს თანასწორად. მაგრამ თავიდანვე რომ არ ყოფილიყო ხელისფლების სიგნალი, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, როდესაც მივიღეთ საგანგებო რეჟიმი, რომ ამაზე თვალს დახუჭავენ. როდესაც ასეთ სიგნალებს უშვებ და პრაქტიკულად ეუბნები, რომ შენზე ეს არ ვრცელდება, ბუნებრივია, ეს მოხდება.
ეკლესიასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ პოზიცია უნდა შეიცვლოს. პოზიცია არ აქვთ მათ, რომ ეს დაუშვებელია. დღესაც გვესმის განცხადებები სხვადასხვა თანამდებობის პირების, რომ ეს ნორმალურია. სანამ ეს განცხადებები გვესმის, იმ ჯგუფისგან დამორჩილება რატომ მოხდება," - განაცხადა ბოკერიამ.
ბოკერიას განცხადებითვე, თუ ხელისუფლების პოზიცია შეიცლვება, შესაძლებელია სამღვდელოება შეზღუდვებს დაემორჩილოს.
ბოკერიას განცხადებით, მორწმუნეების რწმენის თავისუფლებას არავინ ერჩის. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ადამიანების სიცხოცხლეს საფრთხე შეექმნას.
ბოკერიას თქმით, პოზიტიური მოლოდინი, რომ ხელისუფლების პოზიცია შეიცვლება, არ აქვს.