ბერლინიდან ჩამოყვანილ საქართველოს 164 მოქალაქეს შორის ერთი მძიმე პაციენტი იყო, ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ პაციენტს ექიმების ჯგუფი ახლდა, რომლებიც საქართველოდან გაგზავნეს. ისინი მგზავრობისას ბორტზე პაციენტის მდგომარეობას აკონტროლებდნენ.
"თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით და საქართველოს 164 მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში, როგორც ცნობილია, ყველა გეგმური ფრენის დროს აღნიშნული რეისებით სარგებლობენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები და გუშინდელ რეისზე ასევე, იმგზავრა, საქართველოს მოქალაქემ, მძიმე პაციენტმა, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით გადმოიყვანეს ჰამბურგიდან ბერლინში, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თვითმფრინავს თბილისიდან გაჰყვა ექიმების ჯგუფი, რათა პაციენტის მომსახურება უზრუნველყოფილი ყოფილიყო უშუალოდ ხომალდის ბორტზე, ბერლინიდან თბილისში მგზავრობისას და მინდა, ამ ექიმებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, ვინც ახლდნენ ამ რეისს",- განაცხადა დავით ზალკალიანმა.