03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
შსს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რომლის მთავარი მიზანი ორგანიზებული დანაშაულის საფრთხისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა.

კამპანიის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომელსაც უბნის ინსპექტორები მოსახლეობას ურიგებენ.

„ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გატარება და საზოგადოების ჩართვის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და აღნიშნული კამპანიაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება,“ - განმარტა შსს-ს რეფორმების და განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბერაიამ.

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2 ოქტომბერს დაამტკიცა.

ამავე თემაზე
დღის ამბები