18 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
შესაძლოა, საარჩევნო კოდექსზე მუშაობას საპარლამენტო ოპოზიცია გამოეთიშოს

"ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით დადებული პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ.

შესაძლოა, "საარჩევნო კოდექსზე" მუშაობას საპარლამენტო ოპოზიცია გამოეთიშოს, ცვლილებების განხილვის პროცესი კი გრძელდება. ონლაინ კონფერენცია დღესაც გაიმართა.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პოლიტპატიმრები ივანიშვილის ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაათავისუფლოს.

"პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ თავისუფლები, საარჩევნო კოდექსზე მიღებული შეთანხმება კი უნდა შესრულდეს, ამას წყალი არ გაუვა,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანი თინათინ ბოკუჩავა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მისმა გუნდმა საარჩევნო ჯგუფში მონაწილეობა ვერ მიიღოს.

"ბიძინა ივანიშვილი სათავისოდ იყენებს პანდემიას და ცდილობს, რომ ჩაშალოს შეთანხმება. ამ ვითარებაში ჩვენ შესაძლოა მონაწილეობა ვერ მივიღოთ საარჩევნო ჯგუფში,"- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

დღის ამბები