18 ნოემბერი 2024,   07:50
ვრცლად
პრემიერის ხელმძღვანელობით შექმნილი ანტიკრიზისული გეგმა 3 ძირითად პრინციპს ეფუძნება - ბექა ლილუაშვილი 

წლის ბოლომდე საქართველო 3 მილიარდიან საერთაშორისო დახმარებას მიიღებს. პრემიერის ხელმძღვანელობით, ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა. რომელშიც მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად შედიან დეპუტატები და ეროვნული ბანკი.

დამატებითი განმარტებები ანტიკრიზისულ გეგმაზე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ეს გეგმა მიზნად სამ ძირითად პრინციპს ისახავს. 

"გამომდინარე იქიდან, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, უწყებათაშორის საკოორდინაციო ჯგუფში შემავალი ეკონომიკური ჯგუფი, პირველივე დღეებიდან მუშაობდა ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც 3 ძირითად პრინციპს. პირველი არის ის, რომ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიური ეკონომიკური გამოწვევები, მეორე გახლავთ ის, რომ დავეხმაროთ ბიზნესს სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში და მესამე - შევიმუშავოთ ინსტრუმენტები იმისათვის, რომ როდესაც ქვეყანა დაიწყებს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას, სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკური აქტივობები,"- აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილი.

დღის ამბები