09 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
ოსკარ დე ლა რენტა 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი დიზაინერი ოსკარ დე ლა რენტა 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიზაინერმა, რომელიც მსოფლიოს სახელოვნებო ღონისძიებებზე წითელი ხალიჩის ტენდენციებს მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა, რამდენიმე კვირის წინ მისი ბრენდის ახალი ხელმძღვანელი დაასახელა.

ოსკარ დე ლა რენტა თავისი შემოქმედებით თითქმის 60 წლის განმავლობაში რჩებოდა აქტუალური და სიცოცხლის ბოლო დღეებშიც კი იგი ცნობილი ადამიანების ძვირად ღირებულ შეკვეთებზე მუშაობდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი მიშელ ობამა ერთ-ერთი იყო იმ ცნობილი ადამიანებიდან, რომელსაც ბოლო პერიოდში ოსკარ დე ლა რენტას კაბა ეცვა.

ბრენდის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა გასულ თვეს გაირკვა. სექტემბერში პარიზის მოდის კვირეულზე ცნობილი გახდა, რომ ოსკარ დე ლა რენტას ბრენდის შემდგომ განვითარებაზე ნინა რიჩის მთავარი დიზაინერი პიტერ კოპინგი გახდებოდა.

დღის ამბები