03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
CERN-ის მეცნიერები ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრას მართავენ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბირთვული კვლევების საერთაშორისო ორგანიზაცია CERN-ის მეცნიერთა სამუშაო შეხვედრა იმართება. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გახსნა.

თამარ სანიკიძე აცხადებს, რომ მსგავსი შეხვედრები აუცილებელია ადგილობრივი მეცნიერებისთვის და  მათი განვითარებისთვის, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ კვლევებში მონაწილეობის მისაღებად.

უნივერსიტეტში მიმდინარე შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებს მისი რექტორიც და აცხადებს, რომ ღონისძიება არა მხოლოდ სამეცნიერო ღირებულების კუთხით, არამედ მისი პრაქტიკული შედეგებითაც საინტერესოა. ფრანგიშვილის თქმით, ქართველი მეცნიერები შეძლებენ ისეთი აქტუალური ამოცანების ამოხსნას, როგორიცაა ბუნებრივი კატაკლიზმების მონიტორინგი და პროგნოზირება. 

დღის ამბები