18 ნოემბერი 2024,   07:50
ვრცლად
თელ-ავივიდან სპეცრეისით საქართველოს 154 მოქალაქე დაბრუნდა

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს.

ეკონომიკის სამინისტროს  ინფორმაციით, განხორციელდა თელ-ავივი - თბილისის რეისი, რომლითაც სამშობლოში 154 მოქალაქე დაბრუნდა.

უწყების ცნობით, მათ სამედიცინო შემოწმება აეროპორტშივე გაიარეს, რომლის შემდეგაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით  საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. 14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ასევე  უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით.

"კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციიის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით საკარანტინო სივრცე ამ დროისთვის 83 სასტუმროში მოქმედებს.

საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები