21 იანვარი 2025,   18:03
ვრცლად
უკრაინის მთავრობის მტკიცებით COVID 19-ით ინფიცირებულების რაოდენობა მესამე დღეა იკლებს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 343 ადამიანს დაუდასტურდა. მთავრობა ამტკიცებს, რომ ინფიცირებულების რაოდენობა მესამე დღეა, იკლებს. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში ვირუსი 5,449 ადამიანს გამოუვლინდა. 

      აზერბაიჯანში კორონავირუსის გამო მოქმედი კარანტინის რეჟიმი 4 მაისამდე გახანგრძლივდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 მაისამდე დახურული იქნება საზღვარი საქართველოსთან და ირანთან. 

      დრამატულად იზრდება სურათი რუსეთში, სადაც გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 6 060 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 48 პაციენტი. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილთა რიცხვი მთლიანობაში 361-ს შეადგენს. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 42,853-ია. 

      "ინფექციური სამედიცინო ცენტრი სულ რაღაც ერთ თვეში ავაშენეთ, მას შეუძლია მიიღოს ასობით ინფიცირებული პაციენტი, გვაქვს საჭირო სამედიცინო აღჭურვილობაც, ეს ერთ-ერთი უდიდესი ინფექციური ცენტრია მთელს რუსეთში, რომელიც კორონავირუსის შემდეგაც მოემსახურება პაციენტებს," - განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა.

      დღის ამბები