21 იანვარი 2025,   18:03
ვრცლად
სამხრეთ კორეაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ 179 პაციენტს ვირუსი კვლავ გამოუვლინდა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      არასაიმედო ინფორმაცია სამხრეთ კორეიდან, სადაც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ 179 პაციენტს ვირუსი ისევ გამოუვლინდა - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

      როგორც სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში განაცხადეს, გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსი ხელახლა დაუდგინდა COVID 19-სგან გამოჯანმრთელებულ კიდევ 16 პირს, რომლებმაც 14 დღე კარანტინში გაატარეს.

      ამ ეტაპზე ექსპერტები მომხდარის მიზეზს ვერ ასახელებენ, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ეს შესაძლოა ტესტირების დროს დაშვებულ შეცდომას უკავშირდებოდეს.

      პაციენტების უმრავლესობა, ვისაც ვირუსი ხელახლა დაუდასტურდა, 30 წლამდე ასაკისაა.