18 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
9 აპრილს რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი, ახლა განმეორდა ეს ერთობისა და ძმობის განცდა - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

კათოლიკოს-პატრიარქის პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

"ქრისტე აღდგა! მინდა ყველას მოგეფეროთ! ყველას! ისეთი მოჭარბებული სიხარული მოგვცა ღმერთმა ამ ღამეს, შეგვიძლია ყველა უსიყვარულობა, განკითხვა, შური და მტრობა დავამარცხოთ!" - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

"რომ შეიძლებოდეს სათითაოდ, ყველა ქართველს მოგილოცავდით პირადად! 9 აპრილს რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი, ახლა განმეორდა ეს ერთობისა და ძმობის განცდა!

1. აღსდეგინ ღმერთი, და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან. 2. ვითარცა მოაკლდეს კუამლსა, მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რაი დადნის წინაშე ცეცხლსა ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა. 3. და მართალნი იხარებდენ, მხიარულ იყუნენ წინაშე ღმრთისა და განსხცრებოდიან სიხარულითა. 4. აქებდით ღმერთსა და უგალობდით სახელსა მისსა, გზა-უყავთ მას, რომელ-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი და იხარებდით მის წინაშე. ღვთის წინაშე სიმართლით ცხოვრებით, ყველა მწუხარება გაქრება! ქრისტე აღდგა!" - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

დღის ამბები