საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯამში უკვე ქვეყანაში 87 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განთავსდა.
კარანტინის რეჟიმშია 5,094 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 547 პირი რჩება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 394 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 87 გამოჯანმრთელებულია, 4 გარდაცვლილი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.