09 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
პოლონეთიდან შესაძლოა რუსი დიპლომატები გააძევონ

ვარშავაში ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე მსჯელობენ, - განცხადება ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა და განმარტა, რომ მიზეზი ჯაშუშურ სკანდალს ეხება.

ევა კოპაჩის თქმით, ასეთ ვითარებაში დიპლომატების გაძევება სტანდარტული პრაქტიკაა. პრემიერს არ დაუკონკრეტებია, რამდენ დიპლომატზეა ლაპარაკი, თუმცა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა დღეს მიიღონ.

ჯაშუშური სკანდალი პოლონეთსა და რუსეთს შორის ერთი კვირის წინ აგორდა, როდესაც პოლონეთის სპეცსამსახურებმა თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანი ოფიცერი და პოლონეთის სეიმის დეპუტატობის კანდიდატი დააკავეს, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. გამოძიების ინფორმაციით, ორივე მათგანი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.

დღის ამბები