09 ოქტომბერი 2024,   22:14
ვრცლად
რუსეთს შეუძლია მისტრალის ტიპის ხომალდი ააშენოს - დიმიტრი როგოზინი

„რუსეთმა შესაძლოა თავად ააშენოს მისტრალის ტიპის სადესანტო ხომალდი“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთს ამ ტიპის ხომალდის გარეშეც შეუძლია თავი გაართვას პოტენციურ სირთულეებს, მაგრამ საფრანგეთს თანხის დაბრუნება მოუწევს.

დიმიტრი როგოზინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია საუკეთესო სპეციალისტები დაიქირაოს და თავად შექმნას მისტრალის ანალოგი.

მისტრალის შეძენის შესახებ რუსეთი საფრანგეთს 2011 წლის ზაფხულში შეუთანხმდა. მათ ხელშეკრულებაც გააფორმეს. საფრანგეთმა რუსეთისთვის სამხედრო გემის გადაცემაზე დროებით თქვა უარი. მიზეზი უკრაინაში რუსეთის აგრესია და ევროკავშირის მიერ მოსკოვისთვის დაწესებული სანქციები გახდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები