09 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
ამერიკელი ბიზნესმენები რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გარიცხვას ითხოვენ

ამერიკის ბიზნესასოციაცია რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გარიცხვას მოითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით გავლენიანმა ბიზნესმენებმა უკვე მიმართეს შეერთებული შტატების ხელისუფლებას.

ამ ინფორმაციას რუსული გამოცემა ”იზვესტია” ამერიკის სავაჭრო პალატაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გაზეთის ცნობით, ბიზნესმენები აცხადებენ, რომ რუსეთი არღვევს ორგანიზაციის წესდებას და როგორც ორგანიზაციის წევრი, არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, რის გამოც ქვეყანა უნდა გაირიცხოს ორგანიზაციიდან, ან სულ მცირე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრებისთვის გათვალისწინებული შეღავათები უნდა გაუუქმდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები