09 სექტემბერი 2026,   12:36
ვრცლად
გვჭირდება უფრო "ჭკვიანი კარანტინი", ანუ შეფასება იმ ზომებისა, რომელთა მოხსნა დღეს შეიძლება კონკრეტულად საქართველოსთვის - აკაკი ზოიძე

"დღის კურიერის" ეთერში ჯანდაცვის საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და მკვლევარმა აკაკი ზოიძემ დადებითად შეაფასა იზ ზომები, რაც ქვეყნის მასშტაბით შესრულდა და მიიჩნევს, რომ სასურველია ამ ზომების შენარჩუნება განსაკუთრებით შემდეგი 2 კვირის განმავლობაში.

"ჯერჯერობით რაც გაკეთდა იმის მიხედვით გვაქვს კარგი შედეგი, მივდივართ შედარებით კეთილსაიმედო სცენარით და სასურველია, რომ ეს სცენარი რომ შევინარჩუნოთ, მით უმეტეს, შემდეგი 2 კვირის განმავლობაში, სანამ გაირკვევა, რა შედეგები მოგვიტანა იმ ზომებმა, რაც აქამდე მივიღეთ, აუცილებელია, რომ შევინარჩუნოთ ეს ზომები.

ამავდროულად, დავდოთ გეგმა, ვთქვათ 10 მაისზე, რომელზეც არის ახლა მოთხოვნები საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების, რა გეგმით გამოვდივართ იმიტომ, რომ არ მიმაჩნია შესაძლებლად ვთქვათ უხანში 3 თვეში შეძლეს, მაგრამ ჩვენთან მე არ მიმაჩნია შესაძლებლად, რომ უფრო მეტ ხანს გაგრძელდეს მკაცრ პირობებში კარანტინი," - აცხადებს აკაკი ზოიძე.

აკაკი ზოიძის თქმით, ქვეყანას სჭირდება "ჭკვიანი კარანტინი", რაც ნიშნავს დღესდღეობით მიღებული შეზღუდვების ზომების შეფასებას და გადახარისხებას, თუ რომლის გაუქმება ან შერბილება იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანაში, სადაც ხანდაზმული მოსახლეობა ჭარბობს, მეტ ეფექტს სამუშაო ადგილების შეზღუდვა იძლევა.

"ჩვენ გვჭირდება უფრო ჭკვიანი კარანტინი, ანუ შეფასება იმ ზომებისა, რომელთა მოხსნა დღეს შეიძლება კონკრეტულად საქართველოსთვის იმიტომ, რომ უკვე არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მოსახლეობის დემოგრაფიული სტრუქტურით, ჩვენთან სამუშაო ძალის სტრუქტურით და სხვა მონაცემებით შევაფასოთ ესა თუ ის ზომა რამდენად ეფექტს იძლევა, როგორც ეპიდემიის კუთხით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

სკოლებისა და უნივერსიტეტების დაკეტვა იმ ქვეყნებში, სადაც ახალგაზრდა თაობა არის ძირითადი ნაწილი მოსახლეობის, გაცილებით მეტ ეფექტს იძლევა ვირუსის გავრცელების შეფერხების კუთხით და ფიზიკური კონტაქტების შემცირების კუთხით, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც შედარებით ხანდაზმული მოსახლეობაა, მაგალითად გერმანიასა და უზბეკეთში. 

ჩვენს ქვეყნებში, სადაც ხანდაზმული მოსახლეობა უფრო მეტია, მეტ ეფექტს იძლევა მაგალითად სამუშაო ადგილების შეზღუდვა, ოღონდ რომელი სამუშაო ადგილების და ა.შ. აი, ამ კუთხით უნდა შეფასდეს ეს ყველაფერი.

მე ვიცი, რომ პარალელურად შეფასება ამ მხრივ მიდის და უნდა დაიდოს საბოლოოდ გეგმის სახით, რას ვაკეთებთ. რამდენიმე მონაცემი რომ გვექნება, მაგალითად დღეში რომ იქნება 50, თუ არ გადააჭარბებს 100-ს, თუ არ გადააჭარბებს 20-ს, ვთქვათ 5-10 დღის საშუალოს მიხედვით, რას ვაკეთებთ.

ჩვენთან რეპროდუქციის მაჩვენებელი იმ მონაცემებით, რაც დღეს გვაქვს 1,6 არის. ეს ცუდი არ არის, მაგრამ არ არის 1-ზე დაბალი, ამიტომ ჩვენთვის სრული ზომების მოხსნა ან ზომების მაქსიმალური შერბილება მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ეს რეპროდუქციის მაჩვენებელი 1-ის ქვევით ჩამოვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ვთქვათ 1 ადამიანი 1-ზე ნაკლებ ადამიანს გადასცემს ინფექციას, რაც ნიშნავს, რომ ნელ-ნელა ეპიდგადაცემის ჯაჭვი შემცირდება.

მსოფლიო მეცნიერების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ კლიმატური ზემოქმედება ამ ვირუსის გავრცელებაზე არსებობს. შესაბამისად, მკვეთრად შეიძლება შეფერხდეს ზაფხულის განმავლობაში ევროპაში და მათ შორის საქართველოში, მთლიანად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ამან მიღებულ ზომებთან ერთად შეიძლება მოგვიტანოს სწორედ შეწყვეტის სცენარისკენ წასვლა," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დღის ამბები