18 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
რა შემთხვევებში ინიშნებოდა პლაქვენილი და როგორ შეიცვალა ასაკობრივი ზღვარი - მარინა ენდელაძე კორონავირუსით ინფიცირებულებზე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ პლაქვენილით მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პრეპარატი უსიმპტომო პაციენტისთვის არ დაუნიშნავთ.

"მსუბუქ ანთებაზეც არ ვნიშნავთ, ჩვენთან ხდება ქულების მიხედვით შეფასება, ფილტვის დაზიანების ხარისხით. შედარებით მძიმე შემთხვევაში დავნიშნეთ და იქ არ დაგვიმძიმდნენ, გვქონდა შედეგი, რა თქმა უნდა, ეს არ არის პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტი და ასე კატეგორიულად არ შეიძლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში FDA-ის მიერ იყო დამტკიცებული, აშშ-ის მიერ, უბრალოდ ჩვენ მანამდე დავიწყეთ. არაფერი დაგვიწყია ისე, რაც არ იყო სხვაგან გამოცდილი," - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისი თქმით, ქართველ ექიმებს აქვთ კონტაქტი სხვადასხვა ქვეყანაში კოლეგებთან და მათი გამოცდილების გაზიარებით, რაც ყველაზე ეფექტურად ჩაითვალა, იმ მედიკამენტს იყენებენ სამკურნალოდ.

მარინა ენდელაძემ ასაკობრივი ზღვრის ცვლილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდაპირველად დაავადებულთა შორის ახალგაზრდები ჭარბობდნენ, თუმცა შემდგომში უკვე ასაკიანი პაციენტებიც დაემატა. ამასთან, მისი თქმით, მოიმატა პნევმონიის შემთხვევებმაც.

დღის ამბები