უკვე მეორე დღეა, ბერა და ბიძინა ივანიშვილების ვიდეო, რომელიც სოციალური ქსელით, "ტიკტოკით" გავრცელდა, საზოგადოების და პოლიტიკოსების განხილვის საგანია.
პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძემ აღნიშნა, რომ შესრულება კარგი იყო, თუმცა მისი აზრით, ქვეყანაში განვითარებული მდგომარეობის ფონზე უცნაურად გამოიყურება.
"თვითონ შესრულება ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ დროსთან მიმართებაში ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, მთელ ამ ფონზე, გარკვეულწილად, უცნაურად გამოიყურება," - აცხადებს ლევან კობერიძე.