18 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
"ყოველი შეზღუდვის დაწესება და გამკაცრება ჩვენთვის იყო უკიდურესი ნაბიჯი" - მაია ცქიტიშვილი  

მაია ცქიტიშვილის თქმით, ქვეყანაში ამოქმედებული შეზღუდვები მხოლოდდამხოლოდ ვირუსის გავრცელების შეჩერებას ემსახურება. ინფრასტრუქტურის მინისტრი ამბობს, რომ ახლა შეზღუდვების გამკაცრება მომავალში იმ შედეგს გამოიღებს, რომ ქვეყანა დროულად დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას.  

"ნებისმიერ შეზღუდვა არის დისკომფორტი და ეს არის სამწუხაროდ რეალობა და ასევე აღვნიშნე, რომ ყოველი შეზღუდვის დაწესება და გამკაცრება ჩვენთვის იყო უკიდურესი ნაბიჯი, ის ნაბიჯი, რომლის გადადგმა გვჭირდებოდა უშუალოდ ვირუსის გავრცელების შენელებიდან გამომდინარე და იმ არსებული რეალობიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვქონდა.

კარგად გვესმის, რმ ნებისმიერი მცირე შეზღუდვაც კი არის ჩვენი მოქალაქეებისთვის დისკომფორტი და კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მათ, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რო ჩვენ სწრაფად გამოვიდეთ ამ ვითარებიდან, სწრაფად ავამოქმედოთ ეკონომიკა და დავუბრუნდეთ ჩვენს ჩვეულ ვითარებას,“ - აცხადებს მაია ცქიტიშვილი. 

დღის ამბები