18 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
ქეთევან ციხელშვილმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის ელჩთან ჯასტინ მაკკენზ სმიტთან ვიდეო-შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელშვილმა, საქართველოში გაერთიანებული სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჯასტინ მაკკენზ სმიტთან, დისტანციური წესით, ვიდეო-შეხვედრა გამართა.

ქეთევან ციხელაშვილმა ბრიტანეთის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა, როგორც სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე, მიმდინარე და დაგეგმილ საქმიანობაზე, ისე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

შეხვედრაზე განიხილეს COVID-19-ის ფონზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზებზე შექმნილი ვითარება, განგრძობითი ოკუპაციის პირობებში არსებული საფრთხეები და გამოწვევები.

საუბარი, ასევე, შეეხო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დიდი ბრიტანეთის ჩართულობის და მიმდინარე პროექტების მნიშვნელობას. ხაზი გაესვა ბრიტანეთისა და საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორობას კონფლიქტის მოგვარების საკითხებში. ქეთევან ციხელაშვილმა ჯასტინ მაკკენზი სმიტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სახელმწიფო მინისტრმა და ელჩმა არსებულ საჭიროებებზე, სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე და პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მიმართ.

დღის ამბები