18 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
ამ გეგმით ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ადამიანზე, ვისაც სჭირდება სოციალური დახმარება და ეკონომიკური მხარდაჭერა - არჩილ თალაკვაძე 

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძის თქმით, წარდგენილი გეგმით, შესაძლებელი გახდება იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვისაც ეს ესაჭიროება. 

"პრემიერ მინისტრმა წარადგინა სოციალური და ეკონომიკური დახმარების ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, ასევე, წარადგინა ეკონომიკური აქტივობების აღდგენის გეგმა და მართლაც აღსანიშნავია, რომ იყო კარგი კოორდინაცია  და კარგი თანამშრომლობა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის საერთო ამოცანების გარშემო. ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერით, ამ თანამშრომლობით ჩვენ მოვიგეთ დრო ინფექციის შეკავების პროცესში და ეს დრო ეს გამოვიყენეთ იმისთვის, რომ მოგვემზადებინა სოციალური და ეკონომიკური დახმარების გეგმა და ეკონომიკური აქტივობების განახლების გეგმა. ამ გეგმით ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ადამიანზე, ვისაც სჭირდება ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ეკონომიკური მხარდაჭერა,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები