18 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
საქართველოს რომ უკრაინის მიერ დამნაშავედ ცნობილი პირი დაენიშნა თანამდებობაზე, ხომ შექმნიდა დიდ უხერხულობას ?! - ეკა ბესელია

უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ვიცე პრემიერად დანიშვნას ეხება, სხვა ოპოზიციის წევრებისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს ეკა ბესელიას. 

ის თვლის, რომ უკრაინამ პირველ რიგში სახელმწიფოებს შორის არსებული ინტერესები უნდა გაითვალისწინოს. 

"არ მგონია ეს იმის საპირწონე იყოს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაზიანდეს და ეჭვქვეშ დადგეს. საქართველოს ხელისუფლებას, რომ მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება, რომ უკრაინის მიერ დამნაშავედ ცნობილი პირი დაენიშნა რომელიმე მაღალ თანამდებობაზე, ხომ ბუნებრივია, რომ ეს ძალიან დიდი უხერხულობას შექმნიდა ამიტომ, აქედან უნდა ამოვიდეთ,"- განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ. 

დღის ამბები