09 სექტემბერი 2026,   20:35
ვრცლად
ბოლნისის სამ სოფელში საკარანტინო რეჟიმის გამკაცრება COVID ინფიცირებულთა კონტაქტების ზრდას უკავშირდება

ბოლნისის სამ სოფელში საკარანტინო რეჟიმი გაამკაცრეს. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო: ხატისოფელი, ვანათი და მუშევანი - ცხოვრებას, უსაფრთოების დამატებითი ზომებით განაგრძობს.

როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, ბოლო ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ რა ზომები უნდა მიიღოს ხელისუფლებამ, იმ რისკებთან დაკავშირებით, რომელიც ბოლნისის რაიონში არსებობს. 

საუბარია ინფიცირების ახალ შემთხვევებზე, გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ინფიცირებულთა კონტაქტების რაოდენობა საგრძნობლად დიდი იყო. ერთ-ერთი ინფიცირებული მამაკაცი გახლავთ 40 წლამდე, რომელიც ტვირთების გადაზიდვას ახორციელებდა სხვადასხვა ქვეყანაში. 

მისი ოჯახის წევრები ამ დროისთვის იზოლაციაში არიან, მეზობლებს კი თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. 

ბოლნისის სამ სოფელში შეზღუდულია მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილება, დასახლებების შესასვლელებთან კი მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები.

დღის ამბები