03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
მთავრობის პოლიტიკა ძალადობის საკითხებზე არაეფექტურია, - სახალხო დამცველი

ქალთა მიმართ ძალადობის ტენდენციას საგანგაშოდ აფასებს სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილი მთავრობის პოლიტიკას არაეფექტურს უწოდებს და პარლამენტს და პირადად პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანომ გამოიყენოს კონტროლის მექანიზმი და პარლამენტში მოიწვიონ მინისტრები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და მოისმინონ პასუხები, თუ რატომ ვერ ხერხდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა.

ნანუაშვილის განცხადებით, სამართალდამცველ უწყებას სერიოზული პრობლემები აქვს კანონმდებლობის აღსრულებაში. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პოლიციას ძალადობის მსხვერპლთა საჩივრებზე არასათანადო და დაგვიანებული რეაგირება ჰქონდა.

სახალხო დამცველის აპარატი ასევე მიმართავს მთავრობას, რომ აღდგეს უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობა, რომელიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლს თავშესაფარს და სტატუსს ანიჭებს.

როგორც ცნობილია, საბჭო აპრილიდან აღარ ფუნქციონირებს. ნანუაშვილის უწყებაში მიზეზად იმას ასახელებენ, რომ მთავრობას ამ დრომდე დადგენილება არ გამოუტანია მისი მუშაობის შესახებ.

ამავე თემაზე
დღის ამბები