18 ნოემბერი 2024,   07:50
ვრცლად
პრეზიდენტმა და ზურაბ პოლოლიკაშვილთან პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს ტურიზმის განვითარების გეგმები განიხილეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ვიდეოზარის საშუალებით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს ესაუბრა. 

როგორც საუბრისას აღინიშნა, ეკონომიკისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაზარალდა სწორედ ტურიზმია. მნიშვნელოვანია პოსტკრიზისული პერიოდისათვის მზადება და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა, რათა საქართველომ კრიზისის შემდეგ ტურისტული პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო განავითაროს. 
 
ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს ის კონკრეტული გეგმები გააცნო, რაზეც ამ ეტაპზე ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია მუშაობს არსებული სირთულეების დასაძლევად და ტურიზმის სტრატეგიული მიმართულებების მხარდასაჭერად.  

დღის ამბები