კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა ბათუმში, კლინიკა "მედალფაში". მათგან ორი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.
უახლოეს პერიოდში ექიმები კიდევ ათი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.
რაც შეეხება ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, გაუმჯობესდა კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა და ექიმები არ გამორიცხავენ, რომ რამდენიმე დღეში ის მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნან.