ქუთაისში იობიძეების ექვსსულიან ოჯახს ბუნებრივ აირს უჭრიან. ოჯახის ინფორმაციით, მათ რამდენიმეთვიანი დავალიანება აქვთ, კომპანიამ განწილადება მოახდინა, მაგრამ შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო გადასახადს ვერ იხდიან.
კახა იობიძის თქმით, ოჯახში, სადაც ორი მცირეწლოვანი ჰყავთ, არავინ მუშაობს და კომუნალურ გადასახადების გადახდას ვერ შეძლებენ. მისი თქმით, მომხდარი მის პოლიტიკურ განწყობებს უკავშირდება და ხელისუფლება 20 ივნისის მოვლენებში მონაწილების გამო სჯის.
ოჯახმა ადგილზე მისულ "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლებს გაზის ჩაჭრის უფლება არ მისცა, რის გამოც საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ამ წუთებში წყაროს ქუჩაზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.