09 სექტემბერი 2026,   20:34
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მთავრობას ანტიკრიზისულ გეგმას უწუნებს

"ნაციონალური მოძრაობის" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თელავის სოფელ ბუშეტიდან მთავრობას ხალხის დახმარებისკენ მოუწორებს და ანტიკრიზისულ გეგმას უწუნებს.

გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ანტიკრიზისულ გეგმაში არ მოხვდა თვითდასაქმებული მევენახე, რომლის ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობა იყო.

მისივე მტკიცებით, 300 ლარიანი ვაუჩერი, რომელსაც თვითდასაქმებული სპეციალური ცნობის წარდგენის შემდეგ მიიღებს, ხალხის მორიგი მოტყუებაა და გათვლილია მხოლოდ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებზე.

"ვფიქრობდით ჩვენი ჯიბრით დახმარებებს გაზრდიდნენ და ხალხზე მორგებულ გეგმას შეიმუშავებდნენ. აი, ახლა ვართ სოფელ ბუშეტში, თუნდაც ამ სოფლის მაგალითზე ხალხი არის დასაქმებული სოფლის მეურნეობით. ამათ სად უნდა აიღონ ცნობა, რომ მიიღონ დახმარება. ეს არის მცდელობა ხალხის მოტყუების, ეს არის ქარათული ოცნების და მათი მხარდამჭერების კრიზისიდან გამოყვანის გეგმა. მოვუწოდებ მთვარობას გაითვალისწინონ ამ ხალხის მდგომარეობა.

"ეს არ არის ხალხის და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა, გასცენ პასუხი ამდენ გაჭირვებულ გლეხს," - აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.

დღის ამბები