08 სექტემბერი 2026,   23:27
ვრცლად
დაუდასტურდა თუ არა მარნეულში ექიმს კორონავირუსი - ამირან გოგიტიძის თქმით, ამის შესახებ პასუხი მხოლოდ PCR ტესტის შემდეგ ექნება

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფის და მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ "დღის კურიერის" ეთერში მარნეულში, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების საკითხზე ისაუბრა. 

ამირან გოგიტიძის განცხადებით, PCR კვლევის შესაბამისი პასუხების მიღებისთანავე იქნება შესაძლებელი ამ ინფორმაციის დადასტურება და ან უარყოფა.

"რაც შეეხება ზოგადად პროცესს, მედპერსონალის ტესტირებასთან და მათ გამოვლინებასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, ვინაიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი მიეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფს, ეს ადამიანები არიან პირველ ხაზზე და ახდენებ პირველ შეხებას შესაძლო დაინფიცირებულებთან. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი ტესტირება განხორციელდეს მუდმივ რეჟიმში, როგორც ეს არის მიღებული და გაცხადდა უკვე, რომ ეს ასეც იქნება.

ჩვენ დავიწყეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით ტესტირება თანამშრომლების, მათ შორის მარნეულის მუნიციპალიტეტში.

პროცედურულად ხდება შემდეგნაირად: როდესაც გამოვლინდება სწრაფი ტესტის მეშვეობით და მიჩნეული იქნება, რომ ეს არის საეჭვო შემთხვევა, შემდეგ ხდება ამ შემთხვევის გადამოწმება.

ხოლო რაც შეეხება დადასტურებას, მინდა გითხრათ, რომ როდესაც უკვე იქნება PCR კვლევით შესაბამისი პასუხები, მას შემდეგ შეგვიძლია დავადასტუროთ, ან ვუარვყოთ დაინფიცირების ფაქტი," - განაცხადა ამირან გოგიტიძემ.

დღის ამბები