02 მაისი 2024,   02:08
ვრცლად
ინციდენტი ბოლნისში - ადგილობრივმა მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, ადგილობრივმა მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცა.

ისინი დაუპირისპირდნენ როგორც ექიმებს, ისე პოლიციელებს და მერიის წარმომადგენელს. "კურიერთან" საუბარში ფაქტს ბოლნისის დეპუტატი ადასტურებს.

"იყო გარკვეული დაპირისპირება, თუმცა დეტალები - დაზიანებულია, ნაცემია თუ სხვა ინფორმაცია მე არ მაქვს. სოფელში ადგილობრივი საზოგადოება იყო ნასვამი და მოხდა რაღაც ინციდენტი. მეტი არაფერი ვიცი,"- აცხადებს ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის" თავმჯდომარის მოადგილე გოგი მეშველიანი.

დღის ამბები