09 სექტემბერი 2026,   15:55
ვრცლად
გურჯაანში 17 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გურჯაანში 17 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი გურამიშვილისა და სანაპიროს ქუჩებს მოიცავს.

სამუშაოები რეგიონული პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რისთვისაც 1 800 000 ლარზე მეტია გამოყოფილი.

ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას ადგილზე კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

დღის ამბები