09 სექტემბერი 2026,   21:33
ვრცლად
აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, იორდანიაზე ირანის თავდასხმა არაეფექტური იყო

აშშ-ის ოფიციალური პირის განცხადებით, ირანის მიერ იორდანიის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო დარტყმა "არაეფექტური" იყო. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

"ირანის საპასუხო ქმედებები არაეფექტური იყო ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემის წინაშე. ირანმა რაკეტები იორდანიის მიმართულებით ისროლა. აშშ-ის ძალები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას იორდანიაში, აშშ-ის ძალების ყველა ლოკაციაზე", - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.

ირანის მიერ სარაკეტო იერიში მას შემდეგ განხორციელდა, რაც აშშ-მა განაცხადა, რომ სამშაბათს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ხუთი ნავთობტანკერი გაანადგურა, რაც მათი განმარტებით, აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდზე თავდასხმის მცდელობის საპასუხო ზომა იყო.

მანამდე, იორდანიის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა იორდანიის ტერიტორიის მიმართულებით გაშვებული 20 ბალისტიკური რაკეტა მოიგერიეს, მათგან 18-ის წარმატებით ჩაჭრა და განადგურება შეძლეს, ხოლო ორი რაკეტა შორეულ რაიონებში ჩამოვარდა.

იორდანიის არმიის განცხადების თანახმად, ადამიანური დანაკარგები არ დაფიქსირებულა.

 

დღის ამბები