13 სექტემბერი 2026,   20:05
ვრცლად
არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ონის სოფელ წედისში მცხოვრებლებს საკვებისა და მედიკამენტების პრობლემა არ აქვთ

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ონის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ წედისში იმყოფებოდა და იქ მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა.

რწმუნებულმა მოსახლეობისგან არსებული საჭიროებები მოისმინა.

რწმუნებულის განცხადებით, არც საკვებისა და არც მედიკამენტების მომარაგების კუთხით პრობლემები არ აქვთ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსაც იცავენ და სრულყოფილი ინფორმაცია აქვთ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებზე.

აგრეთვე, სოფელში თერმოსკრინინგის მიმდინარეობას ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ეკა მაისურაძესთან ერთად გაეცნო და ექიმებს გაესაუბრა.

არჩილ ჯაფარიძემ წედისში მცხოვრებ მოსახლეობას ქართული წარმოების პირბადეები გადასცა და სამომავლო გეგმებსა და საჭიროებებზე მათთან ერთად იმსჯელა.

დღის ამბები