28 აპრილი 2024,   20:21
ვრცლად
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსის მონაცემები მატულობს საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი - 10 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფიცირებულებს შორისაა ქვეყნის არმიის 1300-მდე სამხედრო, სამხედრო სასწავლებელში კი კორონავირუსი 1200-ზე მეტ კურსანტს დაუდგინდა.

"შეზღუდვები ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოიხსნას, თუმცა, ზოგიერთი მათგანი მანამდე შენარჩუნდება, სანამ სამედიცინო პროფილაქტიკური საშუალებები არ გვექნება. იმ შემთხვევაში, თუკი ვირუსის მიმართ მოსახლეობის კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავება არ მოხდება, ინფექციის მეორე ტალღაა მოსალოდნელი," - განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ.

თურქეთში ბოლო 24 საათში 61 ადამიანი გარდაიცვალა. 35-მდე გაიზარდა ლეტალური შემთხვევების რიცხვი სომხეთში.

 

დღის ამბები