რა არეალს მოიცავს გაფართოებული ტესტირება, დღეს გახდება ცნობილი. დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება შეეხება როგორც ფარმაცევტული, ასევე სტომატოლოგიური მომსახურების პერსონალს და სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებს. ამირან გამყრელიძის თქმით, გაფართოებული ტესტირების პილოტირება სავარაუდოდ აჭარიდან დაიწყება, რადგან რეგიონს კარგი ლაბორატორიული სიმძლავრე აქვს.