19 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
თეთრიწყაროში მოსახლეობის თერმოსკრინინგი აქტიურად გრძელდება - იქ ამ დროისთვის 47 კოვიდ ინფიცირებულია გამოვლენილი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკინინგი და სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე სიტუაციას შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აკონტროლებენ.

ქალაქში ორი ახალი შემთხვევა გუშინ გამოვლინდა და სულ ამ დროისთვის 47 პირია ინფიცირებული, რომლებიც ძირითადად სამედიცინო კლასტერს უკავშირდებიან.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა თეთრიწყაროში 25 აპრილს დაფიქსირდა. 26 აპრილს კი, ქალაქი ჩაიკეტა და მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.

დღის ამბები