09 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
შეერთებულ შტატებში ებოლას ვირუსით დაავადებული განიკურნა

ებოლათი ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი შეერთებულ შტატებში გამოჯანმრთელდა. პაციენტის ვინაობა, მისივე თხოვნით, არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ საუბარია ამერიკელ ექიმზე, რომელიც შტატებში სიერა ლეონედან დაბრუნდა.

მან მკურნალობის 6-კვირიანი კურსი ატლანტაში, ემორის უნივერსიტეტის კლინიკაში გაიარა. საბოლოო ანალიზებმა დაადასტურეს, რომ პაციენტი სრულიად ჯანმრთელია და საზოგადოებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. მედიკოსებმა ის უკვე სახლში გაწერეს.

ამერიკელი ექიმები სხვადასხვა კლინიკაში ებოლათი ინფიცირებულ კიდევ 6 პაციენტს მკურნალობენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები