დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ლუგარის ლაბორატორიის შესახებ კრემლის პროპაგანდისტურ პოლიტიკას გამოეხმაურა. ამირან გამყრელიძის შეფასებით, რუსეთს არ მოსწონს ის, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები მჭიდრო პარტნიორები არიან.
"რატომ არის საქართველო მთავარი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების, ძირითადი არსი ამ განცხადებების გახლავთ ეს და ძირითადი ხელმოსაკიდი არის ხოლმე ლუგარის ლაბორატორია.
რადგან ლუგარი ერთ-ერთ განსაკუთრებულ როლს თამაშობს COVID პანდემიასთან ბრძოლაში და ჩვენს ქვეყანაში მთავარი დედაბოძია ლაბორატორიული დიაგნოსტიკის და ლაბორატორიული ზედამხედველობის, ამიტომაც, ეს ჩრდილოელი მეზობელი ღიზიანდება ამ საკითხებზე,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაცია გავრცელდა, რომელსაც ვაშინგტონიდანაც უპასუხეს.