26 აპრილი 2024,   10:33
ვრცლად
მსოფლიოსთვის ვაქცინის შექმნა მთავარ გამოწვევად რჩება - მადაგასკარის პრეზიდენტი კი ამტკიცებს, რომ ვაქცინა მზად აქვთ

ევროკომისია, საზაფხულო ტურიზმის გადასარჩენად, გაერთიანებაში შემავალ ქვეყნებს საზღვრების გახსნისკენ მოუწოდებს. აღმასრულებელ ორგანოში აცხადებენ, რომ ევროპის ქვეყნებს შორის "შეუზღუდავი, თავისუფალი გადაადგილება“ საფრთხეს არ შექმნის, ევროკომისიის მოწოდებას უკვე გამოეხმაურა საფრანგეთი, რომელმაც ქვეყანაში შიდა ფრენების აღდგენა დაიწყო.

გაიზიარებს თუ არა ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს მოწოდებას გერმანია, ჯერჯერობით, გაურკვეველია. ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი ისევ იზრდება. ახალი შემთხვევების უმეტესი ნაწილი აღმოსავლეთ გერმანიაზე მოდის. ქვეყანაში მოქმედ  უმსხვილეს ხორცის საწარმოში კომპანიის 260 თანამშრომელია ინფიცირებული. მათი ძირითადი ნაწილი მიგრანტებია. არ არის გამორიცხული, ქვეყანამ შეზღუდვები ისევ გაამკაცროს.

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა ირანსა და ეგვიპტეში. ირანის მოქალაქეებს მეჩეთებში ლოცვის ნება დართეს, ეგვიპტემ კი შიდა ტურიზმის აღსადგენად მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები გაითვალისწინა და საკურორტო ქალაქებს 25%-იანი დატვირთვით გახსნის.

ტურისტული ბიზნესის აღდგენა და კორონავირუსის ვაქცინის შექმნა კოვიდინფიცირებული მსოფლიოს მთავარ ამოცანად რჩება. როგორც მადაგასკარის პრეზიდენტი აცხადებს, ღარიბი ქვეყნის სტატუსის მიუხედავად, მადაგასკარმა მცირე ბიუჯეტით ვაქცინა მაინც შექმნა. თუმცა აფრიკულ ღარიბ ქვეყანას დასავლეთი სერიოზულად არ აღიქვამს.

კორონავირუსის სწრაფი ტესტის შექმნის შესახებ განაცხადა ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ. მათი განცხადებით, ნანომასალების გამოყენებით შექმნილი ტესტი კოვიდ-19-ზე პასუხს ნახევარ წუთში იძლევა, მისი სიზუსტე კი 95%-ს შეადგენს. ნანოტექნოლოგიების კვლევითი კომპანია Kimia-ს მიერ წარმოებული ტესტის სისტემას სერტიფიცირება ჯერ არ გაუვლია.

 ავტორი : შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები