კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გზები ამჯერად,
ნაძალადევის რაიონში მოირეცხა.
სპეციალური ხსნარებით ანაპის, რჩეულიშვილის, რომელაშვილის, ურეკისა და
ისაკიანის ქუჩები დამუშავდა. სამუშაოები შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ შინაგან
საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად,
სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ჩაატარა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, სადეზინფექციო
ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. შესაბამისი სამუშაოები
თბილისის ათივე რაიონში, დაახლოებით, 70 ქუჩაზე ჩატარდება.
სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე,
ტროტუარები და ველობილიკები. ღონისძიებების ფარგლებში, დეზინფექცია ასევე,
უტარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებსა და ნაგავშემკრებ
კონტეინერებს.