28 აპრილი 2024,   19:21
ვრცლად
ტრაილერის მძღოლის კონტაქტები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტშიც იკვეთება - კლასტერი კიდევ უფრო ფართოვდება

ინფიცირებული მძღოლის კლასტერი და კონტაქტების წრე კიდევ უფრო ფართოვდება. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები კონტაქტებს რამდენიმე რეგიონში იკვლევენ, მათ შორის, ახალი კონტაქტები გამოიკვეთა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში და ისინი ანაკლიის საკარანტინო ზონაში გადაჰყავთ. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ ზუგდიდელი ტრაილერის მძღოლი მარნეულში დაინფიცირდა, რადგან იქ დაუცველ კონტაქტს ასახელებს.

სულ, ამ დროისთვის, მისი კლასტერის 7 წევრია დაინფიცირებული, მათ შორის ასაკოვანი დედა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, მამაკაცის ორი არასრულწლოვანი შვილი და სამი ახლო ნათესავი - ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი.  

ინფიცირებული მამაკაცი რუხიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სხვები კი რუხის კლინიკაში მკურნალობენ. 

რაც შეეხება კარანტინს, ინფიცირებული მძღოლის კლასტერის 24 კონტაქტი ანაკლიის საკარანტინო ზონაშია და 4 ამ წუთებში გადაჰყავთ, 11 პირი კი თვითოზოლაციაშია. ზუგდიდში, წერეთლის ქუჩაზე კი, სადაც ინფიცირებული მძღოლი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, თერმოსკრინინგი 600-ზე მეტ ადგილობივს ჩაუტარდა.

 

დღის ამბები