ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ინვენტარი ისევ დააზიანეს - ამის შესახებ ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია Facebook-ის გვერდზე წერს. პოსტში აღნიშნულია, რომ დაზიანებულია სკამი და შენობის კარი, ასევე, რამდენჯერ მოიპარეს, ან დააზიანეს მცენარეები.
"ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არაერთხელ დაფიქსირდა სკამის დაშლის ფაქტი. აღნიშნული ფაქტები მიუთითებს მიზანმიმართული ქმედებისკენ, რადგან მსგავსი ქმედება შეუძლებელია ხელსაწყოების არქონის გარეშე.
ასევე, შეუძლებელია ხელსაწყოების ქონის გარეშე მოიხსნას საპირფარეშოს კარის საკეტი.
განსაკუთრებით, დილის და საღამო პერიოდებში, არასამუშაო საათებში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია მცენარეთა მოპარვის და დაზიანების ფაქტები",-ამბობენ ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრში და საზოგადოებას მსგავსი ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.