28 აპრილი 2024,   19:46
ვრცლად
ბრაზილიაში კორონავირუსის მონაცემების სწრაფი ზრდის გამო ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს ვარაუდობენ

ბრაზილიაში კორონავირუსის მონაცემები სწრაფად მატულობს. ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს ვარაუდობს. ქვეყენაში ინფიცირების მაჩვენებელი უკვე 241 ათას გასცდა და კორონავირუსის მსოფლიო რუკაზე მეხუთე ადგილზე იმყოფება.

"ფედერალური მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ინფიცირებულ ადამიანებს შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს. დიდი იმედი მაქვს, ამ ვითარებას დროულად დავაღწევთ თავს,"- აცხადებს ქვეყნის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო.

დღის ამბები