მუსულმანური სამყარო "რამადან ბაირამს" ზეიმობს. ერთთვიანი მძიმე მარხვის შემდეგ ქართველმა მუსლიმებმა ბაიარამი აღნიშნეს.
ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ აღავლინა. მრევლი მეჩეთში დისტანციის დაცვით და პირბადეებით ლოცულობდა.
მეჩეთებში ჯგუფური ლოცვები 2 თვეზე მეტი შეჩერებული იყო. მუსლიმი მრევლი მას შემდეგ დღეს პირველად შეიკრიბა.
ერთთვიანი მარხვის პერიოდში მორწმუნეებს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ეკრძალებათ საკვებისა და წყლის მიღება.