28 აპრილი 2024,   19:57
ვრცლად
ნიუ-იორკში გარდაცვლილებისა და დაინფიცირებულების სტატისტიკა იკლებს

ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 84 ადამიანი დაიღუპა. კორონავირუსის მსხვერპლთა ასეთი დაბალი მაჩვენებელი მარტის შუა რიცხვების შემდეგ პირველად დაფიქსირდა.

შტატის გუბერნატორის ენდრიუ კუომოს განცხადებით, ქალაქ ნიუ-იორკის ჩრდილოეთით მდებარე მიდჰადსონის ზონა 26 მაისიდან გაიხსნება.

ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო აცხადებს, რომ ინფიცირებისა და გარდაცვლილების სტატისტიკური მაჩვენებელი ნელ-ნელა იკლებს.

"გვაქვს კარგი ახალი ამბები, შეინიშნება ინფიცირებისა და გარდაცვალების სტატისტიკური მონაცემების მნიშვნელოვანი შემცირება, აღნიშნულმა შესაძლოა საშუალება მოგვცეს ბიზნეს საქმიანობა ზოგიერთ რეგიონში განვაახლოთ, 26 მაისს იგეგმება მუშაობა აღდგეს ნიუ-იორკის ჩრდილოეთით მდებარე ჰადსონის ზონაში," - განაცხადა ენდრიუ კუომომ.

დღის ამბები