თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ.
ცნობილ ქართველ ჩოგბურთელს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა.
ასევე, როგორც ცნობილია, ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემაკავებელი ორდერია გამოწერილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მამაზეც ყოფილი რძლის მიმართ.
ბრალდების მხარემ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.