03 ოქტომბერი 2024,   17:16
ვრცლად
შსს-მ ძალადობის ფაქტების შესასწავლად სპეციალური მონიტორინგის კომისია შექმნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში გახშირებული ძალადობის ფაქტების შესასწავლად სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც სამართალდამცველების მიერ ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებას შეაფასებს. 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, კომისიის მუშაობაში ჩართულია გენერალური ინსპექციაც, რომელიც სწავლობს, თუ რამდენად სათანადო რეაგირება იყო მომხდარი ილიას უნივერსიტეტში მომხდარ მკვლელობამდე და შეძლეს თუ არა სამართალდამცველებმა პრევენცია იმ შეტყობინებებზე, რომელსაც ოჯახი წივწივაძის მკვლელობამდე ახდენდა.

სამინისტროში განმარტავენ, რომ განხორციელებული ცვლილებების შედეგად გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომლებსაც შემაკავებელი ორდერის გამოწერის უფლება აქვთ. მათივე თქმით, უწყებას აქვს საკუთარი საგანგებო სტრატეგია, რომელიც პასუხს გასცემს მათ მიმართ გამოთქმულ ყველა პრეტენზიას.  

დღის ამბები