09 ოქტომბერი 2024,   20:22
ვრცლად
შვედეთში, სავარაუდოდ, რუსულ წყალქვეშა ხომალდს ეძებენ

შვედეთმა სტოკჰოლმის თავზე საჰაერო სივრცე დახურა.

ეს გადაწყვეტილება საეჭვო წყალქვეშა ობიექტის ძებნის ოპერაციას უკავშირდება, რომელიც მეხუთე დღეა, მიმდინარეობს. ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ძებნის არეალი გააფართოვეს და ორი კუნძულის დამაკავშირებელი სრუტეც ჩაკეტეს.

გავრცელებული ცნობით, საეჭვო წყალქვეშა ობიექტი სწორედ ამ ადგილას შენიშნეს. შვედური მედიის ინფორმაცით, საეჭვო ობიექტი, სავარაუდოდ, რუსული წყალქვეშა ხომალდი იყო, რომელიც იძირებოდა.

მოსკოვში ეს ვერსია კატეგორიულად უარყვეს და შვედეთის ხელისუფლებას ჰოლანდიური სუბმარინის მოძებნა ურჩიეს. თუმცა, ჰოლანდიის მთავრობამაც განაცხადა, რომ პრობლემა მის არც ერთ ხომალდს არ შექმნია.

დღის ამბები