18 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
ქუთაისში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღია სივრცეში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა

პანდემიის გამო დამოუკიდებლობის დღე ქუთაისში განსხვავებულად აღინიშნა. ქალაქში ღია სივრცეში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.

მთავარი ღონისძიება ბაგრატის ტაძრის ეზოში მოეწყო, სადაც ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრმა მინიკონცერტი გამართა. 

ორკესტმა რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

დამოუკიდებლობის დღე მოსახლეობას იმერეთის გუბერნატორმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

დღის ამბები